ონლაინ მაღაზიებისა და რითეილისთვის

ონლაინ მაღაზიის მართვის სისტემა

დემო ვერსია — ნახეთ როგორ მუშაობს რეალური სისტემა

ონლაინ მაღაზიის მართვის სისტემა არის ადმინ-პანელი, საიდანაც იმართება მთელი ელექტრონული კომერცია: შეკვეთები სტატუსებით, პროდუქტები და მარაგები, კლიენტების ბაზა და ფინანსური მიმოხილვა. სისტემა შექმნილია ონლაინ მაღაზიების, Instagram/Facebook-ით მოვაჭრე ბიზნესებისა და მცირე რითეილერებისთვის, რომლებსაც უნდათ შეკვეთების მართვა Excel-ისა და მესინჯერების ნაცვლად ერთი პანელიდან.

დემოში ნახავთ, როგორ გადადის შეკვეთა „ახალი“ სტატუსიდან „გადახდილი“ და „გაგზავნილი“ სტატუსებამდე, როგორ აფრთხილებს სისტემა მარაგის ამოწურვაზე და როგორ გამოიყურება შემოსავლის გრაფიკი და ექსპორტი ბუღალტერიისთვის.

რა შედის სისტემაში

  • გაყიდვების დაფა

    დღევანდელი გაყიდვები, შემოსავალი, შეკვეთების რაოდენობა და ზრდის მაჩვენებლები წინა პერიოდთან შედარებით.

  • შეკვეთების მართვა

    ყველა შეკვეთა ერთ ადგილას — ახალი, გადახდილი, გაგზავნილი და გაუქმებული სტატუსები, ძებნა და ფილტრები.

  • პროდუქტები და მარაგები

    ინვენტარის სია, რაოდენობა საწყობში, მარაგის ღირებულება და „იწურება“ / „გამოწურულია“ ინდიკატორები.

  • მარაგის გაფრთხილებები

    ავტომატური შეტყობინება, როცა პროდუქტის მარაგი მინიმალურ ზღვარს მიაღწევს.

  • კლიენტების ბაზა

    მომხმარებლების პროფილები, შეკვეთების ისტორია, საშუალო ხარჯი და აქტიური კლიენტების სტატისტიკა.

  • ფინანსები და ექსპორტი

    შემოსავლის გრაფიკი, ფინანსური მიმოხილვა და მონაცემების ექსპორტი ბუღალტერიისთვის.

როგორ მუშაობს დემო

  1. 1

    შედით დემოში

    დააჭირეთ „დემოს გახსნა“-ს და შეიყვანეთ ნებისმიერი მომხმარებლის სახელი და პაროლი — რეგისტრაცია საჭირო არ არის.

  2. 2

    ნახეთ მთავარი დაფა

    შესვლისთანავე გაიხსნება მართვის პანელი დღევანდელი სტატისტიკით, ბოლო აქტივობებით და სწრაფი მოქმედებებით.

  3. 3

    გამოსცადეთ მოდულები

    გვერდითი მენიუდან გადადით თითოეულ მოდულში, დაამატეთ ან შეცვალეთ ჩანაწერები და ნახეთ, როგორ მუშაობს სისტემა რეალურ სცენარში.

დემოში წარმოდგენილი მონაცემები საილუსტრაციოა და ბრაუზერში ინახება — რეალურ პროექტში სისტემა ერგება თქვენი ბიზნესის პროცესებს, დიზაინსა და ინტეგრაციებს.

წაიკითხეთ ბლოგზე

მზად ხარ იდეა რეალობად აქციო?

შეავსე ფორმა, მოგვიყევი რა ბიზნესი გაქვს და რისი ავტომატიზაცია გსურს. სწრაფად გიპასუხებთ.